საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტისათვის მზადება დაიწყო

11 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა და  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო-ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი  ანგული მიქავა მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს  მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ. „აგრო ბარათები“ წელს ლიბერთი ბანკის მეშვეობით გაიცემა. პროექტი  მარტიდან აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება. პროექტს   ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. რწმუნებულები გაეცნენ პროექტს და  მიიღეს შესაბამისი დავალებები.