2014 წლის 21-23 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმერ მაისურაძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.
მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სასომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები, სულ 276 მოჭიდავე.
ტურნირში წარმატებით იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა.
46 კგ წონით კატეგორიაში 4 მოგებით I ადგილი დაიკავა ნუგზარ წურწუმიამ;
3-3 მოგებით III საპრიზო ადგილები დაიკავეს 50 კგ წონით კატეგორიაში ნიკა ყორშიამ და 54 კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა;
სპეციალისტების მოწონება დაიმსახურეს IV ადგილებზე გასულმა თემურ გოგოხიამ და გოგა პერტახიამ.
მწვრთნელ-მასწავლებლები: მამუკა ყორშია, ბაკურ ბუკია, სურაჯ გვასალია, ალმასხან ხუნჯუა.
ორგანიზატორებმა პრიზიორები დააჯილდოვეს შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით.