სახელი - ლელა
გვარი - შამათავა
საქმიანობა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
თქვენი წარსულის ლამაზი დღე - ჩემს ლამაზ წარსულს ჩემი ბავშვობა უკავშირდება, მას სილაღით, გულწრფელობით და უშუალობით არაფერი შეედრება.
რა გენატრებათ - მამაჩემის მომღიმარი კეთილი სახე მენატრება...
თქვენი მყუდრო ადგილი - ეს ჩემი სახლია.
ორი სიტყვით თქვენს ოჯახზე - ბედნიერი ვარ, რომ გავიზარდე ისეთ ოჯახში სადაც ურთიერთსიყვარული, ურთიერთაგება და პატივისცემა იყო და არის უმთავრესი ღირებულება.
თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე - პასუხისმგებლობის გრძნობა.
თქვენთვის მისაბაძი ქალი - დედაჩემი.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება - ვფიქრობ განსაკუთრებული უცნაურობით არ გამოვირჩევი.
განსაკუთრებული სურვილი რომელიც ვერ აისრულეთ - ამ სურვილის ასრულებას ჯერ კიდევ შევძლებ, ასე რომ...
ყველაზე ძალიან რა არ გინდათ - ყველაზე ძალიან არ მინდა ჩემს გვერდით მყოფი ადამიანების სახეზე ტკივილი და სევდა დავინახო.
რისი გჯერათ - მჯერა უფლის ყოვლისშემძლეობის.
რასაც არასდროს გააკეთებდით - ვცდილობ იმედები არასდროს გავუცრუო საყვარელ ადამიანებს.
ქალში რას აფასებთ - დამოუკიდებლობას.
ქალურ ბედნიერებაში რას გულისხმობთ - ბევრი რამ არ მჭირდება ბედნიერებისთვის, ეს ჩემთვის ფუფუნებასთან და უზრუნველ ცხოვრებასთან ნამდვილად არ ასოცირდება, უბრალოდ თბილი, მყუდრო ოჯახური გარემო ესაა ჩემი ბედნიერების გასაღები.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ - საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირად იყენებთ - იმდენი ლაპარაკი მიყვარს, რომ ერთი კონკრეტული ფრაზა რაღაც არ მახსენდება.
ყველაზე საინტერესო სიტუაცია, რომელშიც აღმოჩენილხართ - ეს ჩემ საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება და მას დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე. იმ მომენტის დავიწყება შეუძლებელია, როცა ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაანთავისუფლეს.
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის - ყოველი გათენებული დილისთვის უფალს მადლობა შევწირო.
ის რაც ძალიან გინდა - ცხოვრება მინდა იმ ზღაპარს ჰგავდეს, სადაც სულ ყველა ბედნიერია.
როცა უკან მოიხედავ რას ხედავთ - უკან მოხედვის მართლა არ მეშინია, რადგან ვფიქრობ კეთილსინდისიერად გავიარე ეს გზა.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით - პირად ცხოვრებაში ალბათ არაფერს.
ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი საჩუქარი - თუ დამიჯერებთ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იმ ადამიანების სიყვარულია, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და ამისთვის მათ დიდი მადლობა.
8 მარტს ვულოცავ - ყველა ქალს, მინდა გაზაფხულივით ლამაზები და სასურველები იყოთ მუდამ.
რამე ხომ არ დაგრჩათ სათქმელი - გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.