20 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის თემის კლუბში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. სადაც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი ხელოვანები,
ასევე ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა
თემის მომღერალთა და მოცეკვავეთა ანსამბლები. შესრულდა საგალობლები, საესტრადო სიმღერები
და ქართული ტრადიციული ცეკვები. ქარიატის მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, კონცერტზე
დასასწრები ბილეთი 5 ლარად გაიყიდა და შემოსული
თანხა მოხმარდება ქარიატაში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე
მოწვეული იყო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები და სასულიერო პირები. კონცერტის ბოლოს მონაწილეებმა ერთხმად შეასრულეს
ჰიმნი სამეგრელოზე. ღონისძიების დასასრულს მეუფე გრიგოლმა დალოცა და ტაძრის მშენებლობის იდეისათვის სოფლის მოსახლეობას,
რწმუნებულს ირაკლი ბერაის, ჭალადიდის წმინდა
ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგის, ღონისძიების ორგანიზატორებსა და
მონაწილეებს ქველმოქმედებისათვის მადლობა გადაუხადა.