საქართველოს
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის
180 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. მასშტაბური სამუშაოები იგეგმება კულტურული
მემკვიდრეობის ობიექტების, მათ შორის ხობის მონასტრის ტერიტორიის მეცნიერული კვლევის, სასახლის,
გალავნის, ბერების საცხოვრებელი ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციისათვის. ტურისტების
მოზიდვის მიზნით იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ხობის მონასტერში
ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბებისა და ხასიათის განსაზღვრისა და დაგეგმვის
მიზნით, 17 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტს ეწვია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ქალბატონ
ნინო კორძაიას ხელმძღვანელობით. სტუმრებს დახვდნენ ხობის მონასტრის
მოძღვარი დეკანოზი ილია ლომაია, ხობის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე მამუკა ქარდავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი
გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები ბადრი
ჯობავა და მახარე ჩოკორაია.