16 თებერვალს ქ. ხობში დასრულდა 2008 წელს, ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშება მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მასში ქ. ხობის უბნების 8 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირში მესამე ადგილი „მერცხალის“ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, ფინალში ერთმანეთს „საძმოსა“ და „გურიფულის“ ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა „საძმოს“ გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ტურნირის დახურვის ცერემონიალს დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, მოადგილეები მახარე ჩოკორაია და ედიშერ ჯობავა, და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გადასცა. შესაბამისად მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები და თასები გადაეცათ.