პირველობა ჭიდაობა-სამბოში ჭაბუკებს შორის


2014 წლის 14-16 თებერვალს ქ.თბილისში ჩატარდება საქართველოს პირადი პირველობა ჭიდაობა-სამბოში ჭაბუკებს შორის. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭიდაობა-სამბოს ჯგუფის მოსწავლეები. მწვრთნელ-მასწავლებელი რომან მორგოშია.
საქართველოს პირადი პირველობა ჩატარდება ოლიმპიური სისტემით სამბოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობით. 
შეჯიბრის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების კანდიდატების შერჩევა.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და მედლებით.


ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი