13 თებერვალს ხობის
მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის თემში მოსახლეობას სახელმწიფო
რწმუნებული-გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის პირველი
მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის უფროსი დავით შელეგია, ხობის
მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.
მოისმინეს მათი პრობლემები, რომელთა შორის იყო წყალმომარაგება, ელექტრო გამრიცხველიანება,
გზის მოასფალტება და საბავშვო ბაღის უქონლობა.
სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის
ადმინისტრაციის ინიციატივით უახლოეს დროში
წყალმომარაგების პრობლემა 100 - მდე ოჯახისათვის მოგვარდება, გუბერნატორი მოსახლეობას
შეჰპირდა არსებული პრობლემების დეტალურ შესწავლას და მათი მოგვარებისათვის
აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.