დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეექვსე ტურნირი

12  თებერვალს სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეექვსე გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას ღებულობს . ხობის უბნების 8 გუნდი („საძმო“, „გურიფული“, „ჭალე“, „ნოჯიხევი“, „კოლხეთი“, „ხობი 04“, „ჭყონდიდელი“ და „მერცხალი“).  ტურნირის გახსნის ცერემონიალს დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან  და  მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად,ხობის მუნიციპლალიტეტის გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მადგილე კახა ბუკია და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარაზ გაბედვა ესწერბოდნენ.



















  ფინალური შეხვედრა  16 თებერვალს, დათას დაბადების დღეს, მისივე სახელობის სტადიონზე გაიმართება.­