![]() |
| პოლმირა აბურჯანია |
რამდენი ფურცელი ავსებული სტროფით, სტიქონით, აბზაც-აბზაც გასდევნებია ფიქრი აზრს, არა რატომ ასე შორს,სიტყვა-სიტყვით ეძებდა სამყაროს,ადამიანებში ადამიანს..... ბავშვობაში, როცა მის ნაკვესებს ვკითხულობდი გაზეთში..მაინტერესებდა ვინ იყო..მახსოვს ბუნდოვნად... მერე წლები გავიდა, დიდი ,ძალიან დიდი ხნის უნახავი, უკითხავად შემოიჭრა ოთახში, ფურცლები მთხოვა- თეთრი ფურცლები გექნებაო ბევრი, კალამიცო დაამატა.. დაბნეული ვუწვდი ფურცლებს, მერე კალამს..ვერ გიცანით... როგორ? უკვირს... არ ვიცი- ვიკვირვებ და იმ წამში , როგორც კი ექსპრომტად წამიკითხა ლექსი..ჩაღამებული თვალები ერთიანად უბრწყინავდა და კითხულობდა გატაცებით... ემოციით სავსე... მე უკვე მის პასუხამდე ვიცოდი, რომ ეს ბედისწერით განწირული ნიჭიერი კაცი პოლმირა იყო... მთელი სამყაროს დარდი რომ დაჰქონდა..და წერდა...მონაცრისფრო,გახუნებული კოსტუმი, აბგა, სტატუსი- სოციალურად დაუცველი, სათნოების სახლის მუდმივი სტუმარი.., ხშირად მიხდებოდა თანამგზავრობა სამარშრუტო ტაქსით.. და ყოველი დამგზავრება მიმძიმებდა გულს, ჟურნალ- გაზეთებ ჩაბღუჟული უკანა რიგში ჯდებოდა ჯიუტად, ყველას ეხმაურებოდა და ხალხით დატვირთული მანქანიდან რომ ჩამოსულიყო საავადმყოფოსთან (სადაც ერთ ოთახში შეფარებული ცხოვრობდა ) მისთვის გზა უნდა დაეთმოთ ... გზად მიმავალს ზოგიერთის დაცინვა მიჰყვებოდა . . ვერ ვიცავდი... რადგან მათ, არ იცოდნენ..ვის დასცინოდნენ.. ვდუმდით ისინი, ვინც ვიცოდით.. ვინ იყო, მხოლოდ ჩასვლის მერე ვამბობდი.. თქვენ მას არ იცნობთ... მერე ვდუმდებოდი მაინც..მერე აყვებოდა მას ერთი ადამიანის ,,ისტორიის" სხვადასხვა ვერსია... სადაც უდაოდ სიმართლე ერთი იყო...განწირული. დღეს ყველამ ვინც გავიგეთ, რომ გარდაიცვალა- გული დაგვწყდა, გული გულწრფელად დაგვწყდა..მაგრამ... რა შევძელით მის სიცოცხლეში.. არაფერი... სულ არაფერი და ვინც რამე შესძლო..არაფრად იქცა, რადგან ბედისწერამ ის დიდი ხნით ადრე გასწირა.. და ეს ,,განწირულის თავდავიწყება'' ფურცლებით, ლექსებით, აზრებით დამთავრდა.. დასანანია.. და დასამახსოვრებელი... ხობს ენანება ვიცი..
როზეტა შულაია
