ხობელი მძლეოსნების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

       8-9 თებერვალს ქ. თბილისში მძლეოსნობის სასახლეში, მძლეოსანთა ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა  „საქართველოს  ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენები. საკუთარი შესაძლებლობები 250-მა  მონაწეილემ მძლეოსანმა სხვადასხვა სახეობებში წარმოადგინა.  ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ხობის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა, მწვრთნელმა ინდირა გრიგოლიანცმა საუკეთესო შედეგების მიღწევისათვის მეორე ჯგუფის გუნდებს შორის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული და I ადგილი მოიპოვა. ხობელმა  ჯიმშერ ბუკიამ ასაკობრივ ჯგუფში 800 მეტრ გარბენში მოიპოვა I ადგილი (შედეგი 2.03 წთ);
გრიგოლ ახალაიამ ასაკობრივ ჯგუფში: 200 მეტრ გარბენში მოიპოვა I ადგილი (შედეგი 24 წმ); ამანათრბენში 4X200 გარბენში დაიკავეს II ადგილი ჯიმშერ ბუკიამ და გრიგოლ ახალაიამ.
წარმატებით იასპარეზა ბირთვის კვრაში გიორგი კორტავამ და 200 მეტრ გარბენში მეგი ლატარიამ.
ჩემპიონატზე ხობელ მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი 76 ქულით მეორე ჯგუფის  გუნდებს შორის.

         8-9 თებერვალს ქ. თბილისში მძლეოსნობის სასახლეში, საქართველოს მძლეოსანთა ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა  „საქართველოს  ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენი. საკუთარი შესაძლებლობები 250-მა  მონაწილე მძლეოსანმა სხვადასხვა სახეობებში წარმოადგინა.  ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა, გუნდის მწვრთნელმა ინდირა გრიგოლიანცმა საუკეთესო შედეგების მიღწევისთვის მეორე ჯგუფის გუნდებს შორის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული და I ადგილი მოიპოვა. ხობელმა  ჯიმშერ ბუკიამ ასაკობრივ ჯგუფში 800 მეტრ გარბენში მოიპოვა I ადგილი (შედეგი 2.03 წთ);
გრიგოლ ახალაიამ ასაკობრივ ჯგუფში: 200 მეტრ გარბენში მოიპოვა I ადგილი (შედეგი 24 წმ); ამანათრბენში 4X200 გარბენში II ადგილი დაიკავეს ჯიმშერ ბუკიამ და გრიგოლ ახალაიამ.
წარმატებით იასპარეზა ბირთვის კვრაში გიორგი კორტავამ და 200 მეტრ გარბენში მეგი ლატარიამ.
ჩემპიონატზე ხობელ მძლეოსანთა ნაკრებმა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი 76 ქულით მეორე ჯგუფის  გუნდებს შორის.
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და თასით დაჯილდოვდნენ.