საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის სამმართველოს ორგანიზებით ხობის
მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის
ფარგლებში 2014 წელს დასაგეგმი სამუშაოებისა
და ამ მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრების საორგანიზაციო
საკითხების განიხილვა. აღნიშნული პროგრამის განხორციელების ფარგლებში წელს ქვეყნის მასშტაბით 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 844,6 ათასი ლარი გამოიყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ოთარ კონჯარია და მთავარი სპეციალისტი ამირან ფირცხალავა, აგრეთვე - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგებლის მოადგილეები, გამგეობის სამსახურების უფროსები და მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.