7 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს, რომლის მიზანი - საყოველთაო დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოცილური მონაცემების მიღება. აღწერის ორგანიზატორი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატია“.
აღნიშნული აღწერის ფარგლებში 10-24 თებერვალს, სამეგრელოს რეგიონში და მასში შემავალ მუნიციპალიტეტებში (ხობი, ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა) და თვითმართველ ქალაქ ფოთში ჩატარდება შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები შინამეურნეობების სიების შედგენა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მთავარი წინაპირობაა.
აღწერის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მთელ ტერიტორიაზე ივლიან სპეციალურად შერჩეული რეგისტრატორები, რომლებიც მოსახლეობისაგან მიიღებენ მინიმალურ იმფორმაციას მათი საცხოვრისისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ.