7 იანვარს საშობაო ლიტურგია ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება. ქ. ხობში და მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორიულ ერთეულებში საზეიმო წირვა-ლოცვის შემდგომ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაემართება ტრადიციული ალილო - მსვლელობა.