კლუბ „ლაზი ერი“ -ს პირველი ტურნირი შედგა


     დასრულდა ხობის საჭადრაკო კლუბ  ,,ლაზი  ერის“ ორგანიზებით ჩატარებული საშობაო - საახალწლო ტურნირი რაპიდში ( 25 საკონტროლო წუთი), რომელშიც მონაწილეობდა 14 ვეტერანი მოჭადრაკე. ტურნირი  ჩატარდა 20 -24 იანვარს წრიული სისტემით, საჭადრაკო კლუბ ,,ლაზი ერის“ ოფისში, რომლის კონსულტანტი  გახლდათ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი  მამუკა გეთია. შეჯიბრი გამოდგა საინტერესო და დაძაბული, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ პრიზიორების ვინაობა ბოლო  ტურამდე არ იყო ცნობილი.
    13 შესაძლებლიდან  11,5 ქულით l ადგილზე გავიდა და ჩემპიონი გახდა უხუცესი მოჭადრაკე  75 წლის  ბადრი  ლომაია, ასევე 11,5 ქულით ll ადგილი დაიკავა  შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელმა  კობა  კვიკვინიამ, რომელიც ლიდერობდა მთელი ტურნირის მანძილზე და მხოლოდ ბოლო ტურში დათმო ჩემპიონობა. 9,5 ქულით lll ადგილზე გავიდა ნუგზარ  შონია, რომელმაც ბოლო ტურში  გამარჯვებით, მხოლოდ ნახევარი ქულით გაასწრო lV ადგილზე  გასულ ზურაბ ბებურიას. ტურნირის საბოლოო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:
1.      ბადრი ლომაია - 11,5 ქულა
2.      კობა კვიკვინია - 11,5 ქულა
3.      ნუგზარ  შონია - 9,5 ქულა
4.      ზურაბ  ბებურია - 9,0 ქულა
5.      რომან  ჯგერენაია - 7,5 ქულა
6.      ილია  ნანეიშვილი - 7,5 ქულა
7.      გულადი  დგებუაძე  - 7,5 ქულა
8.      ჯამბული  იოსავა  - 6,5 ქულა
9.      მურმან  კვარაცხელია - 6,5 ქულა
10.  მამუკა ლომაია - 5,5 ქულა
11.  ვალერი სიჭინავა - 5,0 ქულა
12.  გურამი  კვიკვინია
13.  მერაბი  გადელია
14.   ნოდარი  ხურცია

     კლუბს დაფუძნება მიულოცეს და ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები მახარე ჩოკორაია და ედიშერ ჯობავა, კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ქალბატონი ფერიდე გოგია, ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი ლევან ლემონჯავა, რომელმაც გამარჯვებულს გადასცა მის მიერვე დაწესებული ნუგზარ ლემონჯავას სახელობის პრიზი,  წმინდა გიორგის ხატი. გამგეობიდან მოწვეულმა სტუმრებმა  დიპლომები და ფასიანი საჩუქრები  გადასცეს ტურნირის პრიზიორებს.