სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებს ამ წუთებში, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ხვდება. აღნიშნულ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულები ესწრებიან.
სამეგრელოს გუბერნატორი ხობის რაიონის სოფლის რწმუნებულებისგან სოფლის ძირითადი პრიორიტეტებს და მათ პრობლემებს მოისმენს. რეგიონის პირველი პირი მათი შესაძლო მოგვარების გზებზეც დეტალურად ისაუბრებს.
,,ჩვენი მიზანია მართლა ყველაფერი გავაკეთოთ, რეგიონში მცხოვრებთა პირობების გასაუმჯობესებლად. მე გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მქონდა მსგავსი შეხვედრა სოფლის რწმუნებულებთან და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კმაყოფილი იმდენად, რამდენადაც მათგან მოვისმინე ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც საჭიროებს რეაგირებას და პრობლემის გადაჭრას. ხვალ და ზეგ კიდევ სხვა მუნიციპალიტეტებს ვესტუმრები. დროა ხალხმა ამოისუნთქოს და წლების წინ დაგროვილ მათ პრობლემებზე ხელისუფლებამ იზრუნოს.ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ხალხთან ერთად დგომაა” – აღნიშნა ლევან შონიამ.