ქვალონელ განდეგილ ონისიფორე ფაჩულიას შესახებ მამა ალექსი შუშანია: "აქვე მინდა აღვნიშნო ერთი უსწავლელი ჩვენი თანამედროვე მარტომყოფ ონისიმე ფაჩულია ბერის სახალხო გასაკვირველი მოღვაწეობა, რათა ბრწყინვალედ სცნათ, თუ რას აკეთებს უსწავლელი, მაგრამ ჭეშარიტი ბერი (ეს ბერი ექვსი წლის წინ გარდაიცვალა). იგი ცხოვრობდა სოფელ ქვალონის განაპირ, ტყეში განდეგილად. ლოცვას ღამით ათავებდა, დღისით თავ–განწირული მისი შრომა გასაკვირველი იყო; საგნად აღებული ჰქონდა ყანისა და ხე–ტყის მუშაობა. წელიწადში ოთხას ფუთ სიმიდს დათოხნიდა და მოიწევდა თავისი მკლავით, თოხით, მოუხმარებლად ხარ–სახნისისა. სასიმიდე მისი აღვსილი კარ–ღია იყო მარადის; ხალხისადმი განცხადებული ჰქონდა: „ღარიბნო იღეთ, რავდენიც გჭირიათ სარჩოდ, სანამდის არ დაილევა, თქვენია საამხანაგო. თქვენთვის მიმიკუთვნია ჩემი ნაშრომი, სიყვარულის და ძმობის უფალმა ქრისტემ ასე დამავალა“. აგრთვე სჭრიდა დიდროვან ხეებს: ზოგს ფიცრად თლიდა, ზოგს ყავრად ხდიდა, ზოგს მესრებად აპობდა და ზოგს შეშად აყორებდა. ყველა ამაებს იგი, როცა გაყიდვიდა ფულებს ურიგებდა გაჭირვებულ ხალხს. აგრეთვე აგებდა სახლებს და, როცა გააშენებდა აძლევდა უსახლო გაჭირვებულ ღარიბებს. ამისი მოწამე ვარ თვით მე, რომელმაც დავყავ მასთან ორი წელიწადი და მოწამეა მთელი ხალხი სოფელ ქვალონისა და მის გარშემო." სურათზე - ბერი ონისიფორე ფაჩულია