13 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, მოადგილე კახა ბუკია, გამგებელი გოჩა ქაჯაია, მოადგილეები მახარე ჩოკორაია და ედიშერ ჯობავა, გამგეობის სამსახურის უფროსებთან ერთად ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ადმინისტარციას, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კლუბის ბიუჯეტზე, ახალი სეზონისთვის ფეხბურთელების მზადყოფნასა და მათ დაკომპლექტებაზე, განიხილეს გუნდში არსებული პრობლემები და ის საკითხები რომელიც საფეხბურთო კლუბში აქტუალურია.