ხობს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, 4 და 5 თებერვალს ხობს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 
 როგორც  "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან" იცნობებიან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს შორის გაფორმებული ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების ფარგლებში, 220 კვ გადამცემ ხაზებზე "სენაკი 1,2"-ის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3, 4 და 5 თებერვალს 09:00-დან 18:00 საათამდე (საღამოს ჩართვით) ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ ხობს , ხობის რაიონის სოფლებს: ნოჯიხევი, ბია, პირველი მაისი, და გურიფული, ჯამში 4 354 აბონენტს. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.