29 იანვარს ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებულმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „სეუ”-მ, ტრაგიკულად დაღუპული ანსამბლის წევრის ზურაბ მეგრელიშვილის და ანსამბლის წევრის შვილის, გიორგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო კონცერტი მოაწყო. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ხობელი მოცეკვავეები, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. დამსწრეთა შორის იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ანსამბლის ხელმძღვანელობას და მთელ შემადგენლობას მადლობას უხდის მსგავსი ინიციატივისა და ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახების თანადგომისათვის.