ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „წინ აქტიური მოქალაქეობისკენ“, რომელშიც ჩართული იყო ხობის მუნიციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლა: საჯიჯაოს N1, ახალი ხიბულის N2 , ქ.ხობის N1 , პირველი მაისის, ხეთის, ხამისკურისა და შუა ხორგის საჯარო სკოლები. პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობაზე და ადგილობრივ თვითმმართველობაზე მოსახლეობის ინფორმირება, რომელიც დაფინანსდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ანაბასისი"-ს მეურვე პედაგოგი ბელა ქვარცხავას მიერ მოხდა ტრენინგის ორგანიზება, პროექტს ახორციელებს PH International-ი. პროგრამა კი ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.