ხობში საჭადრაკო კლუბი „ლაზი ერი“ დაფუძნდა - VIDEO


20 იანვარს ხობში, ადგილბრივი ვეტერანი მოჭადრაკეების  ინიციატივითა და ორგანიზებით საჭადრაკო კლუბი „ლაზი ერი“  დაფუძნდა  რომლის საპატიო პრეზიდენტი ვეტერანი მოჭადრაკე ბადრი ლომაიაა. გახსნასთან დაკავშირებით კლუბში პირველი  ტურნირი მიმდინარეობს, მასში 15 მოჭადრაკე მონაწილეობს  და ის 24 იანვარს დასრულდება, ტურნირის მთავარი კონსულტანტია მამუკა გეთია. საჭადრაკო კლუბი ორი მიმართულებით იმუშავებს, ერთი ვეტერან მოჭადრაკეთა ინტერესების გათვალისწინებით იფუნქციონირებს  რაც გათვალისწინებულია თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენებისათვის  მეორე ნორჩ მოჭადრაკეთა ზრდასა და მათი ხელშეწობისათვისაა გათვლილი.