მაშველებმა რამდენიმე დღის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარეში დამხრჩვალი მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
სენაკის რაიონის სოფელ ზემო ჭალადიდში მცხოვრებ ზაურ წოწერიას ცხედარს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ცივში მიაკვლიეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრთა განცხადებით, მამაკაცი სამი დღის წინ  მდინარეზე გადებულ ხიდზე ცხენით გადადიოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.

სამძებრო სამუშაოებს სამეგრელო–ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახურები  ერთობლივად ახორციელებდა.
------------------------------------------------------------------------------------------
სამდღიანი ძებნის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში, მდინარე ცივში 65 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, სენაკისა და ხობის სამაშველო ჯგუფები მონაწილეობდნენ.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა მიხეილ კორკელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, სამძებრო სამუშაოებს მდინარეში ცუდი ხილვადობა ქმნიდა.

65 წლის შუქრი წოწერია მდინარე ცივში 15 იანვარს გადავარდა. ის მდინარეზე ცხენით გადადიოდა, რა დროსაც ხიდზე გადავარდა და დაიხრჩო. ამ დროს მასთან ძმა იმყოფებოდა.


წოწერიას ძმამ ველოდი წოწერიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ „დახმარებას მთხოვდა, მაგრამ წყალმა გაიტაცა და გადარჩენა ვერ შევძელი“.