ევრაზიის თანამშრომლობითი ფონდის პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა და „იუს ბანკის “ წარმომადგენლებმა, რომელებიც 2005 წლიდან აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდობის საკითხებზე და ახორციელებენ ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამას - „ახალგაზრდული იდეა“. ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში არსებული პრობლემების თაობაზე ჩაატარეს კვლევა. გამოიკვეთა მთავარი სამი პრობლემა, ჯანდაცვა, სპორტი, გარემოს დაცვა... ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მისიამ პრაქტიკული პროგრამების მეშვეობით, საშუალება მისცა მათ წარმოედგინათ პროექტები. ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილ იქნა 20 პროექტი, ორგანიზაციამ მოიწონა და დააფინანსა 7 პროექტი: ,,წყალი სიცოცხლეა“ თორსის საჯარო სკოლაში გაკეთდა ჭა, ასევე შეძენილ იქნა ინვენტარები სპორტული დარბაზისათვის (2 პროექტი); ,, 50 წიგნი რომელიც სიცოცხლეში უნდა წაიკითხო“ პროექტის ფარგლებში ქარიატის საჯარო სკოლას გადაეცა წიგნები, ,,გავიმდიდროთ ცოდნა კლასგარეშე ლიტერატურით” პროექტის ფარგლებში შავღელის საჯარო სკოლისთვის შეძენილ იქნა ლიტერატურა, ,,სპორტი - ჯანსაღი ცხოვრების წესის“ პროექტის ფარგლებში შეკთდა სპორტული დარბაზი (2 პროექტი); ,, ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულია“- პროექტის ფარგლებში ხამისკურის თემში ჩატარდა ქალთა ფეხბურთი. ,, ჯანსაღი საზოგადოების“- პროექტის ფარგლებში საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლაში გაკეთდა სამედიცინო ოთახი. ფონდს 1995 წლიდან დღემდე სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო განვითარების სააგენტოების, ევროკავშირისა თუ კერძო დონორებისგან მოზიდული და სოციალურ პროექტებში ინვესტირებული აქვს დაახლოებით 18 მილიონი აშშ დოლარი. ფონდი შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდული იდეის მოქმედ წევრებს საშუალება მისცეს, ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და წარმატებები გაუზიარონ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და კარგად გაიაზრონ თავიანთი როლი საზოგადოებაში.