10 იანვარს, ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საახალწლო-საშობაო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდენ კულტურის სახლთან არსებული ვოკალური, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ფულადი ჯილდო გადაეცა წლის წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნებლებს, ასევე ახალ შექმნილ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლს, ხოლო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კოლხეთს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა. ღონისძიება გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტის დასასრულს მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას შობა-ახალი წელი მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ასევე ხობელები და სრულიად საქართველო დალოცა ქ. ხობის წმინდა სამების ტაძრის წინამძღოლმა მამა კირიონმა და ქართველ ერს გამრავლება უსურვა.