შეხვედრისას ძირითადი აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის
დასახლებებში არსებულ პრობლემებზე. რწმუნებულებისგან მიწოდებული ინფორმაციებიდან გამოიკვეთა
პრობლემური საკითხები, რომელთაგან ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ბაღების რეაბილიტაციასა
და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე მოდის. გუბერნატორმა რწმუნებულების მხრიდან დასმული საკითხების
შესაძლო მოგვარების გზებზე ისაუბრა. „ხობს
დიდი პოტენციალი გააჩნია, რათა საკუთარი რესურსები წარმოაჩინოს და მოახდინოს ინვესტორების
დაინტერესება. ჩვენი მიზანია რწმუნებულების
დახმარებით ერთობლივად გადავჭრათ ყველა ის საკითხი რაც მუნიციპალიტეტის დასახლებებში
პრობლემატურია, შევინარჩუნოთ და გავამდიდროთ ის რესურსი რაც გაგვაჩნია, დავასაქმოთ
რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლე და შევქმნათ ყველა პირობა, რათა უკეთეს პირობებში
მოუწიოს საზოგადოებას ცხოვრება. ჩვენ ყველა წამოჭრილ პრობლემას სახელმწიფო ხელისუფლებასთან
ერთად განვიხილავთ და გადაჭრის გზებსაც გამოვნახავთ“
- განაცხადა გუბერნატორმა.