10 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ და გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა ნანი ღვინჯილიამ, სამუშაო შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის რწმუნებულებთან. თათბირზე ისაუბრეს საკომლო წიგნების დროულად და სრულყოფილად შევსებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე საკითხებზე. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება სოფლის მეურნეობის კუთხით განსახორციელებული პროექტებისთვის მიწის ფართობის დაზუსტებასა და განსაზღვრაზე, საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, მათი გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებს, რწმუნებულება მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.