2014 წლის 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ქ. ფოთში ტარდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 2014 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში 7, 10, 14 და 16 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მოსწავლეები.
10 წლიან გოგონებში: ანა კვიკვინია, დიანა ლომაია;
10 წლიან ჭაბუკებში: თეიმურაზ კვიკვინია;
14 წლიან ჭაბუკებში: გიორგი ლატარია, ლუკა შამუგია;
16 წლიან ჭაბუკებში: ამირან შონია.
მწვრთნელ-მასწავლებელი ირაკლი გეთია.
ტურნირის მიზანს წარმოადგენს რეგიონში ჭადრაკის პოპულარიზაცია;
რეგიონის ჩემპიონების გამოვლენა ასაკობრივ ჯგუფებში; საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილეთა გამოვლენა.
ჩემპიონატი ჩატარდება ფიდეს წესებით, სპეციალური სისტემით, 9 ტურად.
I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის საპატიო დიპლომებითა და მედლებით.
I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ თასები.
თითოეულ ასაკში I-III ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების საგზურებს.