ტრენინგი_№1_ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და მისი ფუნქციები



2014 წლის 10 იანვარს პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და მისი ფუნქციები“. ტრენერი: მაგდალინა თოდუა. თვითმმართველობის არსსა და სიკეთეებზე საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქალაქის, სოფლის, თემის განვითარებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის აქტივობა და მონაწილეობა მათივე საჭიროებების და პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე თუ რა უფლება-მოვალეობა გააჩნია სამოქალაქო საზოგადოებას.
განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მონაწილენი აქტიურად ჩაერთვნენ.
მონაწილეებს გადაეცათ აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები. ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის 7 სკოლა დაესწრო.