ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც დღემდე XII-XIII საუკუნებით თარიღდებოდა, ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შემდეგ უფრო ადრეულ საუკუნეებს მიეკუთვნება.
გათხრების შედეგად მტკიცდება, რომ მონასტრის ეზოში აღმოჩენილი საძირკველი ეგრისის სამეფოს პერიოდს ეკუთვნის, რაც ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ რევაზ პაპუაშვილის განცხადებით, ნიშნავს, რომ სამონასტრო ცხოვრება ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში არა მეთორმეტე საუკუნეში, არამედ 5-6 საუკუნით ადრე დაიწყო.
ძველი ტაძრის საძირკველთან ერთად აღმოჩენილია სასახლის საძირკველიც, რომელიც აქამდე ისტორიულ წყაროებში არ ჩანდა.
არქეოლოგიური სამუშაოები ხობში დღეს დაკონსერვდება და გაზაფხულიდან განახლდება. არქეოლოგები ხობში მომავალი წლიდან უფრო მნიშვნელოვან აღმოჩენებს ვარაუდობენ.
არქეოლოგიური სამუშაოებს ხობის გამგეობა აფინანსებს. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ედიშერ ჯობავას განცხადებით, ბიუჯეტში თანხები უკვე გათვალისწინებულია და გაზაფხულიდან სამუშაობი კვლავ განახლდება.
გადმოცემის თანახმად, ხობის ღვთისმშობლის ტაძარში ცოტნე დადიანია დაკრძალული. აქვე ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც დღეს ზუგდიდში დადიანების ისტორიულ არქიტექურულ მუზეუმშია დაცულია.
.