დღეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში“ სტუმრად იმყოფებოდნენ ყულევის ნავთობ-ტერმინალის წარმომადგენლები, რომლებმაც სათნოების სახლის ბენეფიციარებს ზეთი, შაქარი, ლობიო, ქათმის ბარკალი, მაკარონი, ტომატი, ბრინჯი, მარილი, ფქვილი, კარტოფილი, კისელი და ლიმონათი საახალწლო საჩუქრად გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლების და სათნოების სახლის წარმომადგენლებმა სტუმრებს გულისხმიერებისათვის მადლობა გადაუხადეს.