დღეს 6 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის პოეზიისადმი მიძღვნილი საღამო.
ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტესას ლექსები, ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა გოგონათა კვარტეტმა შეასრულა ანა კალანდაძის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. ბიბლიოთეკაში უკვე ტრადიციად იქცა ნორჩი პოეტების შემოქმედების გაცნობა, ამჯერად საკუთარი ლექსები წაიკითხეს მაკა ჯგერენაიამ (ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე) და ლალი კუკავამ (ხამისკურის საჯარო სკოლის მოსწავლე).
საღამოს ესწრებოდნენ ქ. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა კირიონი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა და საზოგადოების წარმომადგენლები.