ხობის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა საახალწლო ზეიმი, სადაც შესრულდა, როგორც საესტრადო სიმღერები ასევე კლასიკური მუსიკის ნაწარმოებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარაზ გაბედავა. წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ საჩუქრებითა და სიგელებით.