სტაროკოსტიანტინოვო - დამეგობრებული ქალაქი


20 დეკემბერს უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ქალაქ სტაროკოსტიანტინოვოს მერმა მიკოლა მელნიჩუკმა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ეკონომიკისა და მართვის კუთხით ურთიერთ გამოცდილების გაზიარება, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის ჩამოყალიბება, ურთიერთობის გაღრმავება განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სფეროში, ზემო აღნიშნულ სფეროებში ერთობლივი, ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების განხორციელება.