30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, საახალწლო ღონისძიების ფარგლებში კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა, საბავშვო სპექტაკლი “მელია, მაიმუნი და ოქროს წიწილა” გამართა (რეჟისორი დავით კამკამიძე).
სპექტაკლი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა და მას მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღების აღსაზრდელები დაესწრნენ.