არქეოლოგები ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში


    5 დეკემბერს  ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს არქეოლოგები ესტუმრნენ.   დღეს დაიწყო მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრები,  რომელიც როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ამბობს,  20 დღე გაგრძელდება. მონასტრის ტერიტორიაზე წლებია მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, კვლევა, რის შედეგადაც აღმოჩენილია ძველი კედელი, მიმდინარეობს ამ ძველი კედლის შესწავლა. გათხრებს ესწრებიან და არქეოლოგებს დახმარებას უწევენ  ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი მამა ილია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის  მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია.