მთელს ხობს გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას, 2014 წელი ყოფილიყოს ეკონომიური აღმავლობის წელი, მინდა თითიეულ ოჯახს მშვიდობა, სიუხვე და რაც მთავარია ჯანის სიმრთელეს გისურვოთ.
ფიქრია დვალაძე- „ხობის რაიონული ცენტრალური საავადმყოფოს “ დირექტორი
შპს „ხობის რაიონული ცენტრალური საავადმყოფო“ 2011 წელს და რეორგანიზაციის შედეგად მასში გაერთიანდა ოთხი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ორგანიზაცია: დედათა და ბავშვთა სამსახური, ტრამვატოლოგიური განყოფილება, ამბულატორიული-პოლიკლინიკური გაერთიანება და სტაციონარი. დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე აპარატებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის ფარგლებში მუნიციპალიტეტს 15 საწოლიანი სტაციონარი ემსახურება კვალიფიცირებული მედ-პერსონალით. 2013 წლის 28 თებერვალს პრემიერ-მინისტრის 36-ე დადგენილების საფუძველზე საქართველოში შემოვიდა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს გეგმიურ და ამბულატორიულ მომსახურებას, აგრეთვე გადაუდებელ სტაციონალურ მომსახურებას. 2013 წლის 1 ივლისიდან დაემატა გეგმიური სტაციონალური მომსახურების პაკეტი, მშობიარობა და საკეისრო კვეთის დაფინანსება. ხობის რაიონულ ცენტრალურ საავადმყოფოში დღემდე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა 3491-მა პაციენტმა, მათ შორის ამბულატორიულად- 3356-მა, ხოლო სტაციონარულად-135 პაციენტმა.
კიდევ ერთელ, ყველას ჯანის სიმრთელეს გისურვებთ...