ხობის მუნიციპალიტეტის
მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი
სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ჭალადიდის
თემის სოფელ საბაჟოში ორ კილომეტრიანი გზის
მოხრეშვითი სამუშაოები ხორციელდება. ობიექტზე
შეტანილია ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი, რომელიც
გაიშლება ავტოგრეიდერით. მიმდინარე სამუშაეობს გაეცნენ და დაათვალიერეს
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ და გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ.