გამგებლის საახალწლო მილოცვა

    ძვირფასო ხობელებო,
 მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! 
პირველ რიგში ვისურვებდი საქართველოს გამთლიანებას, მიტაცებული  ტერიტორიების  დაბრუნებას,  ეკონომიკურ  წინსვლას,  თქვენ კი ჩემო ძვირფასებო - გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას  და უფლის შემწეობას.
      არ არსებობს წელი, რომელსაც არ  გააჩნდეს ცუდი  და  კარგი მოსაგონარი, მაგრამ მიმდინარე ძვრები ყველანაირ წინაპირობას ქმნის იმისა, რომ გვქონდეს იმედი - ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, რომლისთვისაც მამული, ენა, სარწმუნოება მთავარი ღირებულებები  იქნება. მტკიცედ მწამს და მჯერა, რომ წარმატებული სვლა გაგრძელდება. გპირდებით, მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისთვის. 
      ჩვენი არჩევანი სამშობლოა და ქართველი კაცი არჩევანს ყოველთვის აკეთებს და გააკეთებს იმ ძალაზე, რომელიც ქართველი ერის მთავარ ღირებულებებზე იზრუნებს. ჩვენი ერისთვის სწორედ, რომ მთავარია იდეალებისთვის ზრუნვა, ქვეყნისთვის თავდადება, უბრალოება  და  ერთგულება...  ის, რაც  დღევანდელ ხელისუფლებაში  ხალხმა დაინახა. 
    კიდევ ერთხელ გილოცავთ...
                                                                                    
    პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
                                                                                                            
  გოჩა ქაჯაია
                                                                                         
 ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი