დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე ბაგა-ბაღში, მათ შორის ქ. ხობის №1, ქ. ხობის N2, გურიფულისა და პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა. საზეიმოდ მორთულმა ნაძვის ხემ, თოვლის პაპამ და პატარების კონცერტმა ბავშვობის წლები გაახსენა და გაამხიარულა დამსწრე საზოგადოება. აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს საახალწლო ლექსები.
ზეიმს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ედიშერ ჯობავა, ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია და სამების საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა კირიონი, რომლებმაც მიულოცეს პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი.. პატარების მიერ შესრულებულმა საახალწლო სახალისო ნომრებმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს.
ზეიმის შემდეგ მონაწილეებმა და საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელმა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობისგან საახალწლო ტკბილეულის ნობათი მიიღო.