26 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მოადგილემ ედიშერ ჯობავამ, გამგეობის სხავდასხვა სამსახურების უფროსებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის
რწმუნებულებთან. თათბირზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე
საკითხებზე, მოწეული პროდუქციის (ციტრუსის)
რეალიზებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კულტურის სპორტისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე აღინიშნა
რომ მუნიციპალიტეტს ახალი წლიდან ორი ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცემა.
განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება სოფლის მეურნეობის კუთხით განსახორციელებული პროექტებისთვის
მიწის ფართობის დაზუსტებასა და განსაზღვრაზე, ყურადღება გამახვილდა თემებში არსებულ პრობლემებზე დამეწყრილი ადგილებისა და ინფრასტრუქტურის
მოწესრიგებაზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს, მათი გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებს, რწმუნებულება
მიიღეს შესაბამისი დავალებები.