25 დეკემბერს, ქალაქ ხობის კულტურის
სახლის დიდ დარბაზში საახალწლო საღამო გაიმართა, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა
და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. საღამო
მრავალშვილიან
ახალგაზრდა ოჯახებსა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ ბავშვებს მიეძღვნა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ხობის კულტურის სახლთან არსებული ცეკვისა
და სიმღერის ანსამბლები, კულტურის სახლთან არსებული გიტარისტთა გუნდი ლაშა კვიკვინიას
ხელმძღვანელობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სტუმრები სენაკის კულტურის ცენტრიდან მომღერალი ლელა მიქაბაძე და პატარა მომღერალი მარი
აბშილავა. საღამოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ადმინისტრაციული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი
მედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში ირინა ფილიპია
უძღვებოდა.
კონცერტის დასასრულს, დღევანდელ ღონისძიებაზე
საგანგებოდ მოწვეული სტუმრებისათვის ალა-ფურშეტი გაიმართა.