ქ. ხობში მკლავჭიდის ტურნირი გაიმართა


20 დეკემბერს ქ. ხობის  N 1 საჯარო სკოლის ჭიდაობის დარბაზში ჩატარდა მკლავჭიდის შიდა სასკოლო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ მკლავჭიდის ჯგუფის მოსწავლეები. ტურნირის მიზანი -  ხობის მუნიციპალიტეტში მკლავჭიდის პოპულარიზაცია.  ტურნირის ორგანიზატორი იყო  ა.(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი და მკლავჭიდის ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე.  ტურნირს მოწვეული სტუმარი   ევროპისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მკლავჭიდში ვილენ გაბრავაც ესწრებოდა.
     შეჯიბრში გამარჯვებულები, სხვადასხვა ნომინაციაში  სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარაზ გაბედავამ და წარმატებები უსურვეს ნორჩ მკლავჭიდელებს. ტურნირი ტრადიციული გახდება და მკლავჭიდში ახალგაზრდა ტალანტების მოძიებასთან ერთად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.