2013 წლის 19 დეკემბერს სამოქალაქო კლუბ ,,ანაბასისი“ ეწვია ხობის რაიონულ სამმართველოს, სადაც მათ შეხვდნენ ხობის რაიონულ სამმართველოს უფროსის მოადგილე ბადრი ლოლუა, უბნის ინსპერტორ-გამომძიებელი, პოლიციის ლეიტენანტი ბექა ალანია და უბნის ინსპერტორ-გამომძიებელი ხათუნა ესებუა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ანაბასისი“-ს მეურვე პედაგოგი ბელა ქვარცხავა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და გაეცნენ პოლიციის თანამშრომლების ყოველდღიურ საქმიანობას. ჩატარდა საუბრები მათთვის საინტერესო თემებზე და მიმოხილულ იქნა ზოგადად პოლიციის საქმიანობა.