17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სხდომათა
დარბაზში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის
ინიციატივით მცირე მეწარმეებსა
და ბიზნებსმენებს REAP - პროექტის დასავლეთ საქართველოს რეგიონალური კოორდინატორი ნუგზარ ჯინჯიხაძე შეხვდა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის
პროექტი (REAP) წარმოადგენს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ
დაფინასებულ და CNFA-ს მიერ განხორციელებულ 19.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს,
რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა
და განვითარება.
მცირე მეწარმეებსა და ბიზნესმენებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჯიმში წარიმართა. დარბაზში შეკრებილებმა სესხის გაცემაზე, გრანტებზე, მეფრინველეობაზე, მეფუტკრეობაზე, მეცხოველეობაზე და სხვადასხვა ბიზნეს გეგმებზე ისაუბრეს.