სოფელ ჭალადიდში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ


ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში უკვე მეექვსე დღეა 43 წლის დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. „გელა კირთაძე 4 დეკემბერს მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. მათ მოაცილეს სახლამდე და წავიდნენ. მას შემდეგ გელას კვალი იკარგება. მთელი სოფელი ეძებს. ყველას შეატყობინეს, მეგობრებს, ნათესავებს, მაგრამ არსად არ ჩანს“, - აცხადებს „ლაივპრესთან" საუბარში სოფელ ჭალადიდის რწმუნებული შორენა გელენიძე.
გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახმა დახმარებისთვის მეორე დღესვე მიმართა პოლიციას, თუმცა ამ დრომდე კირთაძის კვალს ვერც სამართალდამცავებმა მიაგნეს.
 გელა კირთაძე ჭალადიდში ცხოვრობს. მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.