„ინტელექტ-შოუ 2013“ ხობის მუნიციპალიტეტში

     
 7 – 18 დაკემბრის ჩათვლით ხობის მუნიციპალიტეტის მაშტაბით განხორციელდა პროექტი „ინტელექტ შოუ 2013“,  ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და თემების ინტელექტუალთა გუნდებს შორის მიმდინარეობდა შეხვედრა-შეჯიბრები, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო   მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
     შეხვედრებმა გამოავლინა ზონებში გამარჯვებული ხუთი გუნდი - პირველი მაისის  გუნდი „ჩხაია“, საჯიჯაოს - „ოდაბადე“, საგვიჩიოს - „ამბიცია“, ზემო ქვალონის - „ფლაგმანი“ და ხობის - „ფესვები“, რომლებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. 
    ინტელექტუალურ კითხვებში მაღალი მაჩვენებლის გამოვლენისათვის ჟიურის გადაწყვეტილებით თორსის ინტელექტთა გუნდ  „იმედს“ მიეცა ფინალურ თამაშში მონაწილეობის უფლება. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე ედიშერ ჯობავა, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჟან ნადარაია და  ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის დირექტორი ხათუნა ხორავა. ინტელექტუალთა  თამაშს უძღვებოდა  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი  ნანა ბუკია.
    18 დეკემბერს გამართულ ფინალურ შეხვედრაში მონაწილე გუნდებს შორის გაიმართა მწვავე ორთაბრძოლები, რის შედეგადაც გამოვლინდა  გამარჯვებულები. „ინტელექტ შოუ 2013“-ის III ადგილი მოიპოვა ინტელექტუალთა გუნდმა „ფესვებმა“, II ადგილი დაიკავა ზემო ქვალონის გუნდმა „ფლაგმანმა“, ხოლო I ადგილის ღირსეული მფლობელი გახდა პირველი მაისის ინტელექტუალთა გუნდი „ჩხაია“. სამივე გამარჯვებული გუნდის  წევრები დაჯილდოვდნენ  ინდივიდუალური საჩუქრებით  (წიგნებით). ხოლო ჟიურის თავმჯდომარემ   გოჩა  ქაჯაიამ  პირადი საჩუქარი გადასცა თორსის გუნდ  „იმედს“. 
    ,,ინტელექტ-შოუ 2013“-ის დასასრულს ახალგაზრდა მუსიკოსებმა რამდენიმე  მუსიკალური ნომერი მიუძღვნეს  მონაწილე გუნდებსა  და დამსწრე საზოგადოებას.