სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ
საქართველოს რეგიონალურ ფილიალში (სამეგრელო-ზემო
სვანეთის მხარეში) 10:00 საათის მონაცემებით ელეტროენერგია არ მიეწოდება 39415 აბონენტს.
უამინდობის გამო რეგიონში
დაზიანდა ფიდერები და მაღალი ძაბვის
110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები: ჯვარი-3 და საბერიო, რის გამოც ამ დროისათვის
ელექტროენერგია არ მიწოდება რეგიონის მომსახურეობის
ცენტრში: ხობი-809
მიუხედავად უამინდობისა
რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური დილიდანვე აწარმოებს აღდგენით სამუშოებს და სავარაუდოდ
ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს დღის ბოლომდე სრულად აღუდგებათ ელექტროენერგიის
მიწოდება.