26 ნოემბერს ქ.ხობში ც.დადიანის, 9 აპრილის, ბერიას, სტალინის ქუჩები დაათვალიერეს გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილეებმა ბადრი ჯობავამ და ედიშერ ჯობავამ. ქალაქში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ ხდება სანიაღვრე არხების გაყვანა , ქვაფენილების დაგება, კიუეტების მოწყობა, ავტომანქანების პარკირების ადგილების კეთილმოწყობა.