მ/წ 8-10 ნოემბერს ქ.თბილისში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონის მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭოდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღეს და წარმატებულად იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავეებმა.
46 კგ წონით კატეგორიაში აბსოლუტური მოგებით I ადგილი დაიკავა ნუგზარ წურწუმიამ (მწვრთნელ-მასწავლებელი მამუკა ყორშია).
50 კგ წონით კატეგორიაში 4 მოგებით II ადგილი დაიკავა ჯონი ხეცურიანმა (მწვრთნელ-მასწავლებელი ალმასხან ხუნჯუა)
წარმატებით იასპარეზა 50 კგ წონით კატეგორიაში შოთა იოსავამ, მან 2 სასომხეთისა და 1 აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია.
ჩემპიონები და პრიზიორები ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს მედლებით, დიპლომებითა და თასებით.